29 აგვისტო 2026,   02:10
ვრცლად
"ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის" - მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას ის 25 პირი წარუდგინა, რომლებიც მომავალ საკრებულოში თბილისის მაჟორიტარებს წარმოადგენენ

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა საზოგადოებას ის 25 პირი წარუდგინა, რომლებიც მომავალ საკრებულოში თბილისის მაჟორიტარებს წარმოადგენენ. "ხიდი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეებს შორის" - ასე ხედავს თითოეული მათგანის როლს მოქმედი მერი, რომელმაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელებისას სათითაოდ დაახასიათა.

გამოწვევებისთვის ღირსეული პასუხის გაცემას კახა კალაძე საკუთარ გუნდთან ერთად გეგმავს. "ქართული ოცნების" წარმოდგენილ კანდიდატებში არიან როგორც საკრებულოს მოქმედი წევრები და გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეებიც.

დედაქალაქის მერმა რიგით პირველი საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძე წარადგინა  მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვაკის რაიონში იქნებიან ალექსანდრე ასათიანი და ბექა გელენავა;

საბურთალოზე კი ბექა მიქაუტაძე, არჩილ ნიჟარაძე, შალვა პერანიძე;

კრწანისის რაიონში – ლევან ჯაფარიძე;

ისნის რაიონში – კახაბერ ლაბუჩიძე, ბექა მენთეშაშვილი და დავით ხაბეიშვილი;

სამგორის რაიონში კი კენჭს იყრიან გიორგი დოხტურიშვილი, ზაქარია წიკლაური, ვაჟა კოკაია და მამუკა ხაბარელი;

ჩუღურეთში ზურაბ ჩიკვილაძე;

დიდუბის რაიონს წარმოადგენს გივი ჩხარტიშვილი და შოთა ქევხიშვილი;

ნაძალადევის ოლქებში კი ირაკლი ბენდელიანი, შალვა მაისურაძე, დავით ჭელიძე და ვალერიან პაპუაშვილი იქნებიან.

მაჟორიტარობის 4 კანდიდატი ეყოლება გლდანის რაიონსაც – შალვა ოგბაიძე, ცოტნე ჩიქვინიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და ჯაბა კოღუა.

ღონისძიებას, "ქართული ოცნების" გუნდის წევრებთან ერთად, მათი მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ხელოვნების, სპორტის, ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გახსნა. სწორედ ირაკლი კობახიძემ წარუდგინა მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე, რომელმაც გუშინ მოსახლეობას გუნდის წევრები გააცნო. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ წარდგენილ კანდიდატებს თბილისის მოსახლეობა ნდობას გამოუცხადებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონსულტაციები სხვა ქალაქების მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით დასრულებულია. უახლოეს დღეებში დასახელდება, ვინ წარმოადგენს დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში "ქართულ ოცნებას".

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები