ტრამპთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.
დაგეგმილია ლიდერების ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრები დახურულ კარს მიღმაც. გამოცემა "როიტერი" წერს, სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მისცემს.
დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მომავალ შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე - უშედეგოდ. ტრამპი მხარეებს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერასაც გეგმავს.