08 ივნისი 2026,   21:43
ვრცლად
"დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი" - შიდა ქართლის რეგიონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - დამატებითი დეტალების გასარკვევად, "რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. 

როგორც უწყებაში აცხადებენ,  დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი:

"შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ,"- აცხადებენ შსს-ში. 

დღის ამბები