19 აგვისტო 2026,   10:56
ვრცლად
"პარტნიორების განცხადებები პოლიტიზირებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი - მზია ამაღლობელი არის პოლიტპატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" - ლევან ბეჟაშვილი

ევროკავშირის პრესსპიკერის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც მზია ამაღლობელის განაჩენს ეხება, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.

განცხადებებში მითითებულია, რომ ჟურნალისტისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და პოლიტიზებულია.  

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ  განცხადებები სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი. 

"მზია ამაღლობელი არის სიმბოლო სამოქალაქო წინააღმდეგობის, გაუტეხელობის და სიმბოლო, როგორ შეიძლება, გაუტეხელობით, პრინციპულობით, პოზიციის დამოუკიდებლობით და დაცვით, რევოლუცია მოახდინო. ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორების განცხადებებიც პოლიტიზირებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ერთმნიშვნელოვანი - მზია ამაღლობელი არის პოლიტპატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

დღის ამბები