გორსა და ქარელში მიმდინარე პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ოფიციალური ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში ახალი საბავშვო ბაღი ააშენეს. შენობა 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ბაღის მშენებლობა იგეგმება სოფელ შინდისშიც, ხოლო ტირძნისში, 250 ბავშვზე გათვლილი ბაღი უნდა განაახლონ.