10 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
პოლიტიკოსების მკვლელობების შესახებ აქტივისტ მამუკა ჯუღელის საჯარო მოწოდებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო აქტივისტ მამუკა ჯუღელის საჯარო მოწოდებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობების შესახებ. 

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, სოციალურ ქსელში ბელგიიდან გამოაქვეყნა 15-კაციანი სია - დაწერა, რომ მათი მკვლელობით ქვეყანას ეშველება და რევოლუცია საკმარისი არ არის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

დღის ამბები