19 აგვისტო 2026,   08:57
ვრცლად
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს მხარდაჭერით გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქი სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ"ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული  თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ მოხალისეთა მომზადების გომბორის ცენტრს სტუმრობდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, TIKA-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან და მის მოადგილესთან, ემრე ეზბერთან ერთად.

სტუმრებს მასპინძლობა გაუწია ა(ა)იპ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა,ედუარდ ჯიშკარიანმა, რომელმაც მათ ადგილზე გააცნო  TIKA-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიმდინარეობა, რომლის ფარგლებში, თურქულმა მხარემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს, მაშველებისთვის ეკიპირება, სპეცფორმები და ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებები გადასცა.

ამავე პროექტის ფარგლებში, 5 თურქი სპეციალისტი, თურქეთის კონიის მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის 30 ინსტრუქტორს უტარებს ტრენინგს: "საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის პროგრამა", "ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სამუშაოები".

სწავლების პროცესი დღეს დაიწყო, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და 8 აგვისტომდე გასტანს.

დღის ამბები