დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მისთვის შეურაცხმყოფელია რადგან, მისივე განცხადებით ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა.
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
ამის შესახებ მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.