20 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია - მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მისი თქმით, თუ არ იქნება რეაგირება  ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ არ იქნება არავითარი რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს, განურჩევლად იმისა, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები