ორი დღის შემდეგ, "ლელო-ძლიერ საქართველოში" ადასტურებენ, რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლესა და პეტერ ფიშერს შორის კონტრაქტი არსებობს, თუმცა, კითხვაზე - რატომ არ საჯაროვდება ეს დოკუმენტი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ეს არის ოჯახის პირადი საქმე. მისივე თქმით, სამართლებრივად ყველაფერი არის მოწესრიგებული და არც ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.
"მე არ წარმოვადგენ ოჯახს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონტრაქტი და არაფერი დასამალი და არასამართლებრივი იქ არ არის. [რატომ არ საჯაროვდება] ეს უნდა ჰკითხოთ ოჯახს.
გერმანიას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა და ქირავნობის ხელშეკრულებები არ ახდენს ევროპული კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე რაიმე არსებით გავლენას. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, არავითარიინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ავტორი: ნანა გოგატაძე