19 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება.

რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანსა და სახლ-მუზეუმის დირექტორ ფერიდა მატარაძესთან ერთად განიხილა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

დღის ამბები