19 აგვისტო 2026,   08:54
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

მმართველი პარტია "კურიერის" მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს.

"ქართული ოცნების" Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა კახა კალაძის ფოტო ტექსტით: "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს".

კახა კალაძის წარდგენის ოფიციალური ღონისძიება ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, კალაძე მეორე ვადით არის ქალაქ თბილისის მერი. ის, ასევე, იკავებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის თანამდებობას.

 

დღის ამბები