ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიგრაცია არის გამოწვევა მსოფლიოში.
"ზოგადად, ფაქტი რასაც ეხება და ბრალდება, რომელიც წარდგენილია, შეეხება უკანონო მიგრაციას. ერთი მხრივ, ეს არის დღევანდელი გამოწვევა მსოფლიოში და მეორე მხრივ, ზუსტად ეს საკითხია სინამდვილეში, რაც მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირთან, რომ საქართველომ არ დაუშვას უკანონო მიგრაცია.
ასე რომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართულია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში, ჩათვალეთ, რომ ძირს უთხრის საქართველოს საერთო განვითარებას", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.