19 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
საქართველო ლონდონის გასტრონომიულ ფესტივალზე - მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეკრებილი გურმანები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ

ქართული კულინარიის საუკეთესო ნიმუშები დიდ ბრიტანეთში - National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეკრებილი გურმანები ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს გაეცნენ.

გემოებით მოყოლილი ამბები და საქართველოში მოგზაურობის ათასობით მსურველი - სტენდი, რომელსაც ქართველი შეფები ხელმძღვანელობდნენ, მოგზაურებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა, ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ვახტანგ გობეჯიშვილმა კი მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფესტივალზე უკვე მეორედ წარსდგა. ღონისძიებაში ღვინის ეროვნული სააგენტოც მონაწილეობდა.

ორი დღის განმავლობაში სტუმრებმა სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს.

წელს გასტრო ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე უფრო მეტად წარმოაჩენს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები