19 აგვისტო 2026,   03:50
ვრცლად
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ექსტრემიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის ჯგუფებად ჩამოყალიბდა - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ექსტრემიზმის განვითარების და ხელშეწყობის ჯგუფებად ჩამოყალიბდა.

ვოლსკის განმარტებით, "თუ რომელიმე მათგანი მონაწილეობას იღებს არჩევნებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი შინაარსი შეიცვალა. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ არჩევნების მეშვეობით დესტაბილიზაციის მეტი მექანიზმი ექნებათ და უკეთესი მარიონეტები იქნებიან, ვიდრე ისინი ვინც საბოტაჟს უცხადებს არჩევნებს".

"ფაქტია, რომ ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა ექსტრემიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის ჯგუფებად. აღარ არიან ისინი პოლიტიკური პარტიები. რომელიმე მათგანი თუკი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი შინაარსი შეიცვალა. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ არჩევნების მეშვეობით დესტაბილიზაციის მეტი მექანიზმი ექნებათ და უკეთესი მარიონეტები იქნებიან, ვიდრე ისინი ვინც საბოტაჟს უცხადებს არჩევნებს. განსხვავება ეს არის. არცერთი პროექტი, იდეა და გეგმა მათგან არ მოგვისმენია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები