20 ივნისი 2026,   14:35
ვრცლად
ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმება დაიდო - ხელშეკრულების პირობებს ევროკავშირში კრიტიკულად აფასებენ და ზოგიერთი ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

სავაჭრო შეთანხმების დასადებად, ურსულა ფონ დერ ლაიენი შოტლანდიაში, ტრამპის გოლფკლუბში ჩავიდა. სავაჭრო ომის თავიდან აცილების მიზნით, ბრიუსელს ვაშინგტონთან კომპრომისებზე წასვლა მოუწია. ამერიკა დაანონსებული 30%-ის ნაცვლად, ევროკავშირს 15%-იან გადასახადს უწესებს, თუმცა ბლოკმა ვალდებულება აიღო შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ენერგორესურსები შეისყიდოს და ინვესტიციების სახით ამერიკის ეკონომიკაში 600 მილიარდი ჩადოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენს და დონალდ ტრამპს შორის დადებული შეთანხმების პირობებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი კრიტიკით ეხმაურება. პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ პირობები ევროპის ეკონომიკისთვის წამგებიანი და უსამართლოა.

პარიზთან ერთად, სავაჭრო შეთანხმების პირობებს კრიტიკით ეხმაურება ბუდაპეშტიც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენი "საუზმეზე მიირთვა". ვიქტორ ორბანი სვამს შეკითხვას ვინ განახორციელებს ამერიკაში იმ ინვესტიციებს, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ტრამპს დაჰპირდა.

ამერიკას და ევროკავშირს შორის დადებულ გარიგებას სოციალური ქსელში ეხმაურებიან ევროპელი ოპოზიციონერი ლიდერებიც.

დადებული ხელშეკრულების პირობებს ევროპისთვის წამგებიან ნაბიჯად აფასებენ თბილისში. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ შტატებმა საკუთარი დღის წესრიგის გატარება შეძლო, რაც ევროპას ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანს.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთმანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. მათზე მსოფლიო ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდის. ყოველწლიურად, მხარეები ტრილიონობით ევროსა და დოლარის საქონელს და მომსახურებას ცვლიან. შტატებში ევროკავშირის იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება აშშ-ს მიერ ევროპაში განხორციელებულ ექსპორტს. ოფიციალური ვაშინგტონი ამ დეფიციტს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს.

დღის ამბები