19 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
მუდმივი ბოიკოტის რეჟიმი დღითიდღე არაპოპულარული ხდება - თენგიზ შარმანაშვილი "გორბის" კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე

პოლიტიკური შეფასებების თემაა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირი ინტერვიუს პრინციპით, 2 300 პირი გამოიკითხა. 

"გორბის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? - გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. 10.7% - "ლელო - ძლიერი საქართველო", 10% - "გახარია საქართველოსთვის", 9.5% - "კოალიცია - ცვლილებისთვის", 7.5% - "ნაციონალური მოძრაობა", 3.2% - "გირჩი", 1.8% - "პატრიოტთა ალიანსი".

უმრავლესობის გუნდში "გორბის" კვლევის შედეგები არ უკვირთ - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ აწარმოებს.

"ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ, მშვიდობისა და სწორი გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, კეთილდღეობა აუცილებლად გაიზრდება. მუდმივი ბოიკოტის რეჟიმი და მუდმივი რეჟიმი იმისა, რომ მე არაფერში მონაწილეობას არ მივიღებ, რა თქმა უნდა, არაპოპულარული ხდება დღითიდღე. იმიტომ, რომ პირველ რიგში არაფერი შედეგის მომტანი არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო და მეორე - როდესაც პოლიტიკური პარტია არ არის იმისთვის მზად, თუნდაც ოპონირება გაუწიოს ლეგიტიმურ ორგანოებში ხელისუფლებას, მიაწოდოს თავის მოსაზრებები, შეიტანოს წინადადებები გასაუმჯობესებლად, წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ აწარმოებენ სრულყოფილად და არ მიდიან მოსახლეობასთან, რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელი იყო. იმ პარტიებმა, რომლებმაც უფრო მეტი წინდახედულობა გამოიჩინეს, ან გამოაჩენინეს ეს წინდახედულობა და თქვეს, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ანუ შევიდეთ იმ ურთიერთობებში, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, უფრო წარმატებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობის თვალში. ამაში გასაკვირი არაფერია", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

 

დღის ამბები