პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ მიღებული ზომები, ღიად, ტრანსპარანტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე და არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
ვოლსკის განმარტებით, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და ბევრ ევროპულ ქვეყანასაც უსწრებს, სწორედ ამიტომ ეს რეიტინგი უნდა გაუმჯობესდეს.
"კორუფცია ისეთ თემაა, კი არ უნდა დამალო და შეინახო ფარდის უკან, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ღიად, ტრანსპარანტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომლებიც იქნება მიღებული. ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ უფრო გადასხვაგვარდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ კორუფციის არავითარი დანდობა არ იქნება. ეს სახელმწიფოს და მის საფუძვლებს ანგრევს. რა საკვირველია, საზოგადოებამ იცის, რომ რეიტინგები საქართველოში ძალიან მაღალია, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ, ეს ხდება სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა იყო მკაცრი, მაგრამ ამავდროულად საჭიროა სამართლიანობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.