ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე, 30 წლამდე კაცი დაიხრჩო, - ამის შესახებ ინფორმაცია ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დაღუპულის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ტერიტორიაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო.