ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შოტლანდიაში შეხვდება.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ისინი სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ .
"აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით, შევხვდეთ კვირას შოტლანდიაში, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, თუ როგორ შეგვიძლია, მტკიცედ შევინარჩუნოთ ის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.