21 აგვისტო 2026,   15:23
ვრცლად
"არავითარი "პრო" არ არსებობს "ქართულ ოცნებაში, ჩვენ ვართ ქართველები და ვიმოქმედებთ მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად" - არჩილ გორდულაძე

"ჩვენ ვხედავთ სკანდალს აშშ-ში "რაშა გეითსის" სახით, სადაც ყოფილ პრეზიდენტსაც კი იბარებენ გამოკითხვაზე, რომელიც "დიპ სტეიტის" ხელშეწყობითა და მისი მეოხებით ცდილობდა, რომ არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოეხდინა, მხოლოდ და მხოლოდ რუსულის იარლიყის მიწებებით", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს "რაშა გეითსის" ირგვლივ.

მისივე თქმით, მსგავსი რამ ხდება საქართველოში, რადგან "დიპ სტეიტი" ქართული ოცნებისთვის" პრორუსის იარლიყის მიწებებას 2011 წლიდან ცდილობს.

"2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, რომ "ქართული ოცნების" მიმართ აწარმოონ დეზინფორმაციული კამპანია, მოგვაწებონ იარლიყი პრორუსობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არავითარი "პრო" არ არსებობს "ქართულ ოცნებაში", ჩვენ ვართ ქართველები და ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად.

ეს არის "დიპ სტეიტის" გებელსისეული და ბოლშევიკური პროპაგანდის კარგი მაგალითი, რომლის მსხვერპლიც, სამწუხაროდ, არამხოლოდ საქართველო, არამედ ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კია, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩვენ ვხედავთ სკანდალს აშშ-ში "რაშა გეითსის" სახით, სადაც ყოფილ პრეზიდენტსაც კი იბარებენ გამოკითხვაზე, რომელიც "დიპ სტეიტის" ხელშეწყობითა და მისი მეოხებით ცდილობდა, რომ არჩეული პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოეხდინა, მხოლოდ და მხოლოდ რუსულის იარლიყის მიწებებით," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები "რაშა გეითსის" გამოძიებას განაგრძობს. "ფოქს ნიუსმა" დაზვერვის ხელმძღვანელის ინტერვიუდან ახალი ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ტულსი გაბარდი ამბობს, რომ ვაშინგტონში არაფორმალური ძალების წარმომადგენლები რჩებიან. მან მიმდინარე გამოძიების კონტექსტში ისაუბრა "დიპ სტეიტსა" და ხელის შეშლის მცდელობებზე.

საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსულ ჩარევებზე ბრალდებების გამოძიებას. ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ბრალდება გამოგონილი იყო, მიზანს კი ტრამპის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

დღის ამბები