21 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
ლიტერატურული პრემია "საბას" 2025 წლის ფინალისტები ცნობილია

წელს ლიტერატურულმა პრემიამ "საბა" კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. "უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის" ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

"საბა" თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია "საბას" 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

1. გიორგი საჯაია, "ლპობა" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
2. ინგა ჩახვაშვილი, "⁠მოუყოლელი ამბები" (ჩემი გამომცემლობა)
3. ლექსო ჩხაიძე, "⁠გარეთ, ქარში საკითხავი" (კალმოსანი)
4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, "⁠ილუზიების მატარებელი" (სეზან ფაბლიშინგი) 
5. დავით ხორბალაძე, "UNLOVE" (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

1. თეიმურაზ დოიაშვილი, "⁠სულის კვეთება" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
2. სოფიო შამანიდი, "აუტანელი კაცები / "აუტანელი ქალები" (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა:

1. ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
2. ბასა ჯანიკაშვილი, "⁠მე გადმოვცურავ ზღვას" (პალიტრაL) 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

1. ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
2. ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)
3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
4. ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

1. არმაზ ბეკარი, "მშვიდობით, სომერსეტ!" (სულაკაურის გამომცემლობა)
2. მამუკა დოლიძე, "გამოფენა" (მერანი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

1. ბექა ახალაია, "⁠კანალიზაციის ანგელოზები" (ჯადოსნური სახლი)
2. რეზო გეთიაშვილი, "მეოთხე პირის ნიშანი" (კალმოსანი)
3. გოჩა სხილაძე, "⁠ღამის სიმღერა" (ჩემი გამომცემლობა)
4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, "⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე" (ლოგოსი)

წლის საუკეთესო რომანი:

1. ⁠⁠შოთა იათაშვილი, "ბედნიერება" (ინტელექტი)

2. ⁠ნოდარ ლადარია, "ელი! ელი!" (ინტელექტი)

3. ირაკლი მეტრეველი, "ნებადართული ჯადოქრობა" (სულაკაურის გამომცემლობა)

4. ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, "ლეთარგია" (პალიტრა L)

5. ⁠მიხეილ ციხელაშვილი, "ტანჟერული სიზმარი" (სულაკაურის გამომცემლობა)

 

დღის ამბები