სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" კერძო სექტორის მიერ სახელმწიფო გრანტით სარგებლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვას, ექნება თუ არა შესაძლებლობა ბიზნეს სექტორს განაცხადები გააკეთონ საჯარო კონკურსის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ზოდელავამ უპასუხა, რომ სააგენტოს სურვილია უზრუნველყოს კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა თანადაფინანსებითი საგრანტო განაცხადი.
"თავად სუბიექტი ჩვენი ინიციატივის არის ა(ა)იპ, მაგრამ თანადაფინანსებითი გრანტის შესაბამისად და შესაძლებლობის გამოყენების გზით, ჩვენ გვსურს, რომ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა უზრუნველვყოთ და მათ შეეძლებათ, რომ თანადაფინანსების მოდელით ისარგებლონ და შესაბამისად ა(ა)იპ-მ მოგვმართოს უკვე თანადაფინანსებითი საგრანტო განაცხადით და ჩვენ იმ ნაწილში დავაფინანსოთ ინიციატივა, რომელიც იქნება თანადაფინანსებული კერძო სექტორის მიერ“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.