ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა უარყოფს ბრალდებას, რომ ის Russiagate-ის მთავარი შემოქმედი იყო. ინფორმაციას ტელეკომპანია Fox News ავრცელებს.
"გასულ კვირას გამოქვეყნებულ დოკუმენტში არაფერი აკნინებს ფართოდ მიღებულ დასკვნას, რომ რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ვერ შეძლო ხმების წარმატებულად მანიპულირება," - ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში.
დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ ობამა იუსტიციის დეპარტამენტის პირდაპირი სამიზნე უნდა გახდეს. ეს განცხადება პრეზიდენტმა შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს მანიპულირება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.ეროვნული დაზვერვის დირექტორმა გამოაქვეყნა რიგი მტკიცებულებები, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ აგორებულ მიზანმიმართული ყალბი ნარატივების კამპანიაზე მიუთითებს. ტულსი გაბარდის განცხადებით, ბარაკ ობამა და მისი გუნდის წევრები ტრამპის წინააღმდეგ ე.წ. "დიფ სთეითისა" და ჩრდილოვანი მმართველების დავალებით მოქმედებდნენ.