საპროტესტო აქციებია უკრაინაში. დემონსტრანტები რადას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.
გამოსვლები იყო კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში.
უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს გაფართოების საკითხებში ევროკომისარიც.
"ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის ძირითადი გარანტიების დემონტაჟი უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, აუცილებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნა მარტა კოსიმ.