19 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
"დიფ სთეითი" არის ამერიკის შიდა პოლიტიკის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არანაირად არ იგულისხმება, რომ რაღაც "დიფ სთეითი" არსებობს, რომელიც ვიღაცებს რაღაცის გაკეთებას აძალებს, მით უმეტეს - საქართველოში - გიორგი ბარამიძე

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განმარტებით, "დიფ სთეითი" არის ამერიკის შიდა პოლიტიკის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არანაირად არ იგულისხმება, რომ რაღაც "დიფ სთეითი" არსებობს, რომელიც ვიღაცებს რაღაცის გაკეთებას აძალებს, მით უმეტეს - საქართველოში.

"დიფ სთეითი" არის ამერიკის შიდა პოლიტიკის ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიას შორის დაპირისპირებისა და არანაირად არ იგულისხმება, რომ რაღაც "დიფ სთეითი" არსებობს, რომელიც თურმე იქ რუსეთს რაღაცას აძალებს, ამერიკის სხვა პარტნიორებს ევროკავშირში, ნატო-ში რაღაცას აძალებს და მით უმეტეს - საქართველოში. კრიმინალს უწოდებს წინა პრეზიდენტებსაც, მაგრამ რომელიმე კრიმინალია?", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარტია ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, აშშ მუშაობს საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უდიდესი ხარისხით და "ქართული ოცნება" მას ვერ შეედრება.

"ამერიკა არის სისტემური სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური განცხადება როგორიც არ უნდა კეთდებოდეს, სახელმწიფო აგრძელებს ძლიერად მოქმედებას და მუშაობას საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უდიდესი ხარისხით. ვის ედრებიან? ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს? ამიტომ, ვინ რას ამბობდა "ქართულ ოცნებაზე" 2012 წელს, ეს "ოცნებამ" არკვიოს, ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, ბოდვაა, რადგან ამათ ჩაწერეს 78-ე მუხლი კონსტიტუციაში", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები