თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯეიჰუნ ბაირამოვი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, იქამდე კი მას კოლეგამ უმასპინძლა. უსაფრთხოება, რეგიონის გამოწვევები, ეკონომიკური კავშირები იყო განხილვის მთავარი თემა დიპლომატებს შორის.
პირისპირი და გაფართოებული ფორმატით შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
"ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე. საქართველოსთვის მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპაცია ორი რეგიონისა და, რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების გამოწვევა არის არა მხოლოდ მნიშვნელობის, არამედ გავლენას ახდენს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება სწორდ შუა დერეფნის კონტექსტში.
უნდა აღინიშნოს სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ კონტექსტშიც საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რა თქმა უნდა, საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს იმ დიალოგს, რაც მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ გავიმეორებთ, რომ საქართველო არის გულწრფელად დაინტერესებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობით და მშვიდობის განმტკიცებით“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილმა.