ფოთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მალთაყვის სანაპიროზე კი ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა. უამინდობის მიუხედავად, გახსნის ცერემონია ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.
დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ქალაქში მყოფი დამსველებლებიც. მსმენელების განწყობაზე, მუსიკოსებთან ერთად, თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა იზრუნეს.