19 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
"ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, ქვეყნის გარედან სანქციები, ქვეყნის შიგნით აქციები" - ლევან სანიკიძე

4 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციაში დაპირისპირების მთავარ საკითხად რჩება - ბარიერგადალახული პარტიებიდან ორი ბოიკოტს ემხრობა, ორი კი საარჩევნო მარათონში ერთვება. ხელისუფლების ოპონენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა 19 ივლისის აქციაზეც გამოჩნდა - ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზირზეც გამოუცხადეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ერთხელ ისაუბრეს გეგმაზე - იბრძოლონ მხოლოდ ქუჩაში.

"ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და ოპოზიციას კი არ ემსახურება ქართველი ხალხი, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დავრჩით ართანამშრომლობის მომხრე, ვემსახურებით საპროტესტო ელექტორატის კრიტიკულად დიდ ნაწილს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არსებითი არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი საკუთარი დღის წესრიგი. ჩვენი სამოქმედო გეგმა არის შემდეგი, რომ ქვეყნის გარედან სანქციები, ქვეყნის შიგნით აქციები", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.

"ლელოში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებენ.

"ვერ გავხდებით ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ყველას გვაქვს საერთო გეგმა, გეგმისკენ მიმავალი გზები არის სხვადასხვა. ჩვენ "ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ავირჩიეთ აქტიური მოქმედების გზა. მიგვაჩნია, რომ ბოიკოტის ფორმა არის უმოქმედობა, პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომაც, ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმაგანსხვავდება. რა თქმა უნდა ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმასაც, ჩვენ არ დავუწყებთ მათ კრიტიკას, თუმცა მათი გეგმები ჩვენთვის ცოტა გაუგებარი და ბუნდოვანია", - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა. 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები