21 ივნისი 2026,   02:39
ვრცლად
ჰონგ-კონგს ტაიფუნმა გადაუარა

ჰონგ-კონგს ტაიფუნმა "ვიფამ" გადაუარა. ძლიერმა ქარიშხალმა ქალაქში ხეები წააქცია, რის შედეგადაც ავტომობილები დაზიანდა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.

უამინდობის გამო, შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება. გაუქმდა 200-ზე მეტი ავიარეისი.

ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.

დღის ამბები