19 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
არანაირი "დიფ სთეითი" არ არსებობს, არსებობს ქართველი ხალხის მოთხოვნა, გავხდეთ ევროკავშირის წევრები, გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლა და ევროპული კეთილდღეობა შეიქმნას საქართველოში - ლაშა ფარულავა

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებებს თემაა. "ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად გაძლიერდა ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს და ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის.

პრემიერის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "დიფ სთეითი" არ არსებობს, არსებობს ქართველი ხალხის მოთხოვნა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

"არანაირი დიფ სთეითი არ არსებობს, არსებობს ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, გაგრძელდეს უვიზო მიმოსვლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული კეთილდღეობა შეიქმნას საქართველოში, სადაც ყველას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება იქნება დაცული", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

დღის ამბები