21 აგვისტო 2026,   19:00
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო მათმა კოლეგებმა პოზიცია შეცვალონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან.

თავად აქციის მონაწილეები კი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე:"დღევანდელი აქციის მიზანი არის, იმ პირობების დაყენება დღის წესრიგში, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. ამის გზა გადის ართანამშრომლობაზე".

დღის ამბები