19 აგვისტო 2026,   10:06
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძე - "რას აღარ კადრულობენ - აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, რეალურად ცოცხლები არიან"

გუშინ ვნახე ქალბატონი თეას განცხადება, რომელიც შეეხება იმ წარმოუდგენელ ცილისწამებას, რაც პირადად მან და მისმა ოჯახმა მიიღო კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. რას აღარ კადრულობენ - ამის შესახებ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.

მისივე თქმით, თუკი ვინმე გადაწყვეტს ცილისწამებას, ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

"გუშინ ვნახე ქალბატონი თეას განცხადება, რომელიც შეეხება იმ წარმოუდგენელ ცილისწამებას, რაც პირადად მან და მისმა ოჯახმა მიიღო კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. რას აღარ კადრულობენ - აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც ეს ქალბატონი წერდა, რეალურად ცოცხლები არიან, ღმერთმა კარგად ამყოფოთ. ეს ყველაფერი შესაბამისად მიუთითებს იმაზე, რომ თუკი ვინმე გადაწყვეტს თითოეულ მოქალაქეს ან ჩვენი გუნდის თითოეულ წარმომადგენელს მიაყენოს შეურაცხყოფა, განახორციელოს ცილისწამება, ეს ყველაფერი იქნება რეაგირებული და ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა თეამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,"- აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე. 

ცნობისთვის, თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. წულუკიანის განცხადებით, ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა სია, სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, დასახელებული პირებიდან 15 ადამიანი დღესაც ცოცხალია, ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა, ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა.

 
 
დღის ამბები