პაკისტანში მუსონური წვიმის შედეგად ერთ დღეში 67 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა "პენჯაბის" პროვინციაში მოხდა. დაშავებულია 300 ადამიანი.
ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 25 ივნისის შემდეგ პაკისტანში, ჯამში, 159 ადამიანი გარდაიცვალა.