21 აგვისტო 2026,   18:45
ვრცლად
"მცდელობა აქვთ, შექმნან დესტაბილიზაციის გარემო, საზოგადოებაში აწიონ მღელვარება. ყველა ბერკეტი გამოიყენეს და დარჩენილი აქვთ საბოლოო ბერკეტი, რითაც პირდაპირ აშანტაჟებენ საქართველოს მოსახლეობას" - ირაკლი კირცხალია

"მცდელობა აქვთ, რომ აქ შექმნან დესტაბილიზაციის გარემო, რომ საზოგადოებაში აწიონ მღელვარება. ყველა ბერკეტი გამოიყენეს და დარჩენილი აქვთ ერთი, საბოლოო ბერკეტი, რითაც პირდაპირ აშანტაჟებენ საქართველოს მოსახლეობას," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

ამით კირცხალია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ამ განცხადებაში და ამ ბრიფინგში იყო ძალიან ნათლად და მკაფიოდ გადმოცემული, რომ ყველასთვის ნათელი იყოს, რეალურად, რა ინტერესი ამოძრავებს ამ ე.წ. დიფ სთეითს, იგივე არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობას მსოფლიოში, რომელიც მძვინვარებს გაორმაგებული და გასამმაგებული ძალით უკვე ბრიუსელში, თავისი ბიუროკრატიით. მცდელობა აქვთ, რომ აქ შექმნან დესტაბილიზაციის გარემო, რომ საზოგადოებაში აწიონ მღელვარება. ყველა ბერკეტი გამოიყენეს და დარჩენილი აქვთ ერთი, საბოლოო ბერკეტი, რითაც პირდაპირ აშანტაჟებენ საქართველოს მოსახლეობას.

ეს არის მათ ხელში, ეს ბინძური ბერკეტი, სხვა ბინძურ ბერკეტებთან ერთად, რაც ვნახეთ 2022 წლის შემდეგ, რომ აქ მაქსიმალურად აიწიოს ტემპერატურა, მღელვარება და შეიცვალოს მათთვის მიუღებელი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და უარი უთხრა იმ სიბინძურეზე, რასაც მოითხოვდნენ დახურულ კარს მიღმა და, ბოლო პერიოდში, უკვე ღიად მოითხოვენ ამ ყველაფერს. ვხედავთ უკრაინიდან განცხადებებს და არამხოლოდ - ადგილობრივი აგენტების განცხადებებს. [მათ სურთ], რომ შეიცვალოს [ხელისუფლება] და მოვიდეს ხელისუფლებაში აგენტურული ქსელი, რომელიც ყურმოჭრილად, ზედმეტი კითხვის გარეშე შეასრულებს ნებისმიერ მათ დაკვეთას და გამოიყენებს ჩვენს ქვეყანას ისეთ სტატისტიკად, როგორ სტატისტიკადაც, სამწუხაროდ, შუაგულ ევროპაში, არის დღეს ქცეული უკრაინა," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები