თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ის პოლიციამ 2024 წლის დეკემებერში გამართული აქციების დროს დააკავა.
კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.