რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია.
პროექტი, პირველ ეტაპზე, მესხიშვილის ქუჩის ოთხ და ხუთ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
გათვალისწინებულია მეტალპლასტმასის ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული რეაბილიტაციაც.