19 აგვისტო 2026,   02:02
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა პირველი ნაკადი მიიღო

ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა პირველი ნაკადი მიიღო. ის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.

გივი მიქანაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვებსაც.

ბანაკი წელს 3 ათასამდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. პირველი ნაკადის შემადგენლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი ანაკლიაში 5 დღის განმავლობაში დაისვენებენ და სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები