21 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
მოვუწოდებთ ოპოზიციის პატრონებს, რომ ნუ აწვალებენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ნუ ცდილობენ, რადგან ყველამ ნათლად იცის მათი სახე - ირაკლი კირცხალია

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მოუწოდებენ ოპოზიციის პატრონებს, "დაამწკრივონ ისინი და ერთად მიაღებინონ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ამ აგენტურული ქსელის პატრონებმა ნახონ, რა არის საზოგადოების რეალური დაკვეთა".

როგორც კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ყველა წერილი თუ რეზოლუცია სიცრუესა და შეურაცყოფაზეა დაფუძნებული.

"მოვუწოდებთ მათ პატრონებს, რომ ნუ აწვალებენ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უკვე მერამდენედ ნუ ცდილობენ, რადგან ყველამ ნათლად იცის მათი სახე. ყველამ იცის რას წარმოადგენენ, რა ზრახვები აქვთ და რა ინტერესები აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ადამიანს უბრალოდ არ უნდა გინდოდეს გაიგო 2022 წლის შემდეგ, რა ცეცხლის ალში ვართ და სად ვართ დღეს ჩვენ და რა სურვილები აქვთ რეალურად. მოუწოდონ ყველა თავიანთ დანაყოფს, რომ დამწკრივდნენ და ერთად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ აგენტურულის ქსელის პატრონებმა ნახონ, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა რეალურად. გაზომონ, რა რეიტინგი აქვს აგენტურულ ქსელს და რა რეიტინგი აქვს მათ ამ შანტაჟის ენას.

რაც შეეხება იმ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და წავიკითხეთ. ყველაფერი ხელის გულზეა და ყველაფერი ნათელია. საქართველო თუ რამეს არ შეჰგუებია და არ შეეგუება ისტორიის მანძილზე, ეს არის სიცრუე და შეურაცხყოფა. ქართველი ერი უსამართლობას არასდროს არ შეეგუება და ამას არჩევნებიდან არჩევნებამდე ამტკიცებს ჩვენი საზოგადოება. ამას ვერ ინელებენ. განა რაიმე პრობლემა აქვთ ჩატარებულ არჩევნებთან, უბრალოდ, ისინი შედეგს ვერ ეგუებიან - თურმე, როგორ გაბედა საქართველომ, რომ თავისი სუვერენიტეტი და საზოგადოება დაიცვა; როგორ გაბედა პატარა ქვეყანა საქართველომ, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავის ქვეყანას, მისი ქვეყნის სიძლიერეს და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას; როგორ გავბედეთ და არ მოვისმინეთ კაბინეტებში ხელის ბრახუნით ნაკარნახევ მიმართულებებს და დირექტივებს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები