19 აგვისტო 2026,   10:00
ვრცლად
მზია ამაღლობელი არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკური პატიმარია, რაც კიდევ უფრო გამოარჩევს მის საქმეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის - თინა ბოკუჩავა

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, განცხადება. გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მედიის თავისუფლების კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, მისი შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკის გამო, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.

ელჩის განცხადებაზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია, შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას იქცევს.

"მზია ამაღლობელის საქმეში იმდენად ცხადია მტკიცებულებები, რომ არანაირი სიღრმისეული შესწავლა არ სჭირდება. ის არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამოარჩევს მის საქმეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები კი მმართველ გუნდში იმ განცხადებას პასუხობენ, სადაც ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და არსებობს დადასტურებული მტკიცებულებები, რომ მან პოლიციელს ხელი დაარტყა, რაც ბრიტანეთში კიდევ უფრო მკაცრად დასჯადი ქმედებაა. ტატა ხვედელიანის შეფასებით, ბრიტანეთში, რა თქმა უნდა, მკაცრად ისჯება პოლიციელზე ხელის აღმართვა, თუმცა ბრიტანეთში დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოა.

 

დღის ამბები