21 აგვისტო 2026,   19:26
ვრცლად
"ევროკავშირმა ჯერ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად უსამართლოდ, შემდეგ მისივე დაფინანსებული "ენჯეოები" დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას" - შალვა პაპუაშვილი

სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები? - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "პატრიოტები ევროპისთვის" გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნის ინიციატივას, "ქართულ ოცნებაში" აფასებენ. მმართველ გუნდში მიესალმებიან, რომ ევროპარლამენტში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გამჭვირვალობის საკითხს განიხილავენ.

შალვა პაპუაშვილმა დღეს მედიასთან ისაუბრა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებზეც, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ.

"პირველადი ინფორმაცი გვაქვს ახლა, თუ რომელ ორგანიზაციებში რა თანხებ იმიდის, რომელთა დაკავშირებითაც იყო დავა – "საფარმა" 900 000, თუ 200 000 აიღო. საბოლოოდ მოუწიათ თავად გაესაჯაროებინათ, როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა. მგონი, უარესი გავიგეთ, აღმოჩნდა, რომ ეს 900 ათასები, ორმილიონიანი პროგრამები, ნახევარმილიონიანი პროგრამები გადანაწილებულია იმ რადიკალურ, პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც მოქალაქეები ხედავენ, რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, გამოირჩევიან სიძულვილის ენით, გამოირჩევიან დეზინფორმაციით და გამოირჩევიან ადამიანის უფლებების უპატივცემულობით. ფაქტობრივად, ამ ანატომიის პირველადი მონაცემი გვაქვს, როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში.

ახლა ბურთი უკვე ევროკავშირის მოედანზეა, ევროკავშირის საელჩოს მოედანზე, ახსნას, რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში არიან ჩართული. გარდა ამისა, გაირკვა, რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც სცენაზე დადგნენ "ენჯეოები" და ითხოვდნენ, რომ მთავრობა დაკომპლექტებულიყო მათი მონაწილეობით და მათი ვეტო-ს უფლებით, ნახეთ იმ სცენაზე ვინ იდგა, ყველა ეს "ენჯეოა" ამ სიაში.

ევროკავშირმა ჯერ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად უსამართლოდ და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ არ მოეცა, შემდეგ მისივე დაფინანსებული "ენჯეოები" დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას "ენჯეოებით". ამ მონაცემთა ბაზიდან ეს გავარკვიეთ, ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

დღის ამბები