ქართველი მეფე-მთავრების ფრესკების ასლები ზუგდიდის დადიანების სასახლის საცავიდან თბილისის ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა.
ფრესკებზე ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები, ლევან მეორე დადიანი, ალექსანდრე ბატონიშვილი და სხვები არიან გამოსახული.
ნამუშევრების ავტორი ნინო კიტოვანია. 1 თვის შემდეგ გამოფენა დადიანების სასახლეში გადაინაცვლებს და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახეს მიიღებს.