20 ივნისი 2026,   17:12
ვრცლად
რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქებზე და საცხოვრებელ სახლებზე მორიგი თავდასხმა დრონებით და რაკეტებით განახორციელეს - არის მსხვერპლი

ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ძალებმა ქვეყნის ქალაქებზე და დასახლებებზე თავდასხმა დრონებით და რაკეტებით განახორციელეს.

მსხვერპლი მოჰყვა ოკუპანტის დარტყმას ლვოვზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა ორი ადამიანი.

აფეთქების შედეგად ქალაქში დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი კორპუსი, საბავშვო ბაღი, კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები, მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. აფეთქებებია ხარკოვშიც, ქალაქის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები და დრონები გაუშვეს. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაშავდა ორი ადამიანი. თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ჩერნივცი, დაიღუპა ორი მოქალაქე, დაშავდა 14.

დღის ამბები