გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდი უნდა გამოიძიოს. ასევე, უნდა შეფასდეს მთავრობის მიერ კოვიდ 19-თან ბრძოლის დროს მიღებული ზომები, რათა მომავალი პანდემიებისთვის მოხდეს უკეთესი მომზადება.
კომისიამ საბოლოო ანგარიში, დაახლოებით, ორ წელში უნდა წარადგინოს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.