წალკაში, დღეს, KASS LAND-ის ატრაქციონების ახალ პარკში, სტუმრებისთვის შესვლა თავისუფალი იყო.
როგორც "კას ლენდ დაიმონდ რეზორტის" გენერალურმა მენეჯერმა, სოფო ჯღარკავამ განაცხადა, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია, თავისი საკულტო ბრილიანტის ხიდით, 2025 წელს ორი უმნიშვნელოვანესი სიახლით ხვდება. პირველი ეს არის ატრაქციონების პარკი და მეორე - სასტუმრო კომპლექსი.
"წალკის კანიონის დაცული ტერიტორია, თავისი საკულტო ბრილიანტის ხიდით, 2025 წელს ორი უმნიშვნელოვანესი სიახლით ხვდება. პირველი ეს არის ატრაქციონების პარკი და მეორე - სასტუმრო კომპლექსი.
დღეს, ატრაქციონების პარკში საქართველოს ყველა მოქალაქეს ვმასპინძლობთ უსასყიდლოდ. დღის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ეწვია ატრაქციონების პარკს და ველოდებით კიდევ დამატებით ნაკადებს.
რაც შეეხება სასტუმრო კომპლექსს, 2025 წელს, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს, წალკაში შევმატეთ 55 მსოფლიო სტანდარტის პრინციპით აშენებული და კეთილმოწყობილი ნომერი, რომელიც აერთიანებს 3 საპრეზიდენტო ლუქსს და 52 კლასიკური, სტანდარტული ტიპის ნომერს. სასტუმროში დაგხვდებათ ულამაზესი საკონფერენციო დარბაზი, სპა და რაც მთავარია, ჩვენი დახვეწილი გასტრონომიული სივრცეები", - განაცხადა "კას ლენდ დაიმონდ რეზორტის" გენერალურმა მენეჯერმა, სოფო ჯღარკავამ.