"რასა იუკნევიჩიენეს ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც რასა იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას სცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.
"ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში. შენ გეტყვიან, რომ სიძულვილის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან. აი, ასეთი ხალხი გაღმერთებული ჰყავს ამ აკაცუკა ოპოზიციას. მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს, რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.