მარინ ლე პენის შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"ნაციონალური გაერთიანების" ლიდერი პარიზის სასამართლოს განაჩენის აღსრულების შეჩერებას ითხოვდა, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.
ულტრამემარჯვენე ლიდერმა სარჩელში ჩაწერა, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა გამოუსწორებლად ლახავს მის და და მისი ამომრჩევლების უფლებებს, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი რისკი დადგენილი არ არის.