19 აგვისტო 2026,   08:36
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პარტია "ლელოს" ლიდერებს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს - მმართველი გუნდისთვის ეს პოლიტიკური კორუფციის დადასტურებაა

მიხეილ სააკაშვილის პარტია "ლელოს" ლიდერებს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. ანა წითლიძემ კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. ფაქტს ადასტურებს გიორგი კაპანაძეც. ის "ნაციონალური მოძრაობიდან" მეოთხე პოლიტიკოსია, რომელიც ამტკიცებს, რომ კრიტიკის შემცირების სანაცვლოდ, მამუკა ხაზარაძის გუნდი სააკაშვილის პარტიას სარგებელს სთავაზობდა. ბრალდებების ადრესატები კი კოლეგებისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოს" შორის დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური კორუფციის დადასტურებაა.

ოპოზიციაში პოლიტიკურ კორუფციას უარყოფს გვარამია-მელიას გუნდი. გახარიას პარტია კი "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და "ლელოს" სოლიდარობას უცხადებს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ფულს სთავაზობს, თავის თანაგუნდელს კი ავტომობილს ჩუქნის - ასე აფასებს სახელისუფლებო პარტია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კუპრაძეს ძვირადღირებული მანქანა აჩუქა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან შავი ფულის შეთავაზება ახალი არ არის, თანხებს კი, ისევე როგორც დავალებებს, ისინი უცხოელი მხარდამჭერებისგან იღებენ.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოს" შორის რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანა წითლიძემ და ლევან სანიკიძემ მამუკა ხაზარაძე სასარგებლო ეთერებისთვის ფულის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით ფაქტები გიორგი ბარამიძემ და გიორგი კაპანაძემაც დაადასტურეს. 

 

დღის ამბები