ვაშინგტონში ტრამპთან გამართულ შეხვედრას ნეთანიაჰუ გამოეხმაურა. ისრაელის პრემიერმა მედიასთან განაცხადა, რომ ისაუბრეს ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებაზე.
მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიზნებს მიაღწიოს.
ნეთანიაჰუს განმარტებით, ასევე განიხილეს ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და შტატების ოპერაციის შედეგები.