თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ "ძლიერი საქართველო", მათი ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობს და "ლელომ" საარჩევნო კამპანია სამეგრელოში ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ გახარიას გუნდს და "ლელოს" ხელს შეუშლიან.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები არ შედგეს," - ამბობს პარტიის რეგიონული მდივანი. პასუხად, "ლელოშიც" და გახარიას გუნდშიც აცხადებენ, რომ მათ საკუთარი სტრატეგია აქვთ და კოლეგების თავდასხმები ვერაფერს შეცვლის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ შედგეს.
"დაპირისპირება არ არის, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ჩვენი მყარი შეფასება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ენის მოჩლექის დრო ნამდვილად აღარ არის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თან ის, რომ ჩვენ "ლელოს" მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, თურმე 4-5 დროში გაივლის ეს ყველაფერი და მერ ისინი საარჩევნო კამპანიაში რბილად შემომივრდებიან - ეს ასე ვერ იქნება. ეს პირველ რიგში საკუთარი თავების ღალატია და ღალატი იმ ადამიანებისა, რომლებიც დღეს ციხეში არიან გამოკეტილები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები. არშედგომაში სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ მთავარია ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში", - განაცხადა ბოტკოველმა.